logo
ENG



"ყველას პასუხს მოვთხოვთ" - მეუფე იაკობი კორონავირუსის გავრცელებას არჩევნებს უკავშირებს

15 თებ 202114:17
3 წუთის საკითხავი
 
"ყველას პასუხს მოვთხოვთ" - მეუფე იაკობი კორონავირუსის გავრცელებას არჩევნებს უკავშირებს

ბოდბელი მიტროპოლიტი, იაკობი კორონავირუსის გავრცელებას შემოდგომაზე გამართულ არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ ამისთვის პოლიტიკოსებს "პასუხს მოსთხოვენ":

"ჩატარდა არჩევნები. იმის გამო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო და მაგენი გამოგვერჩია, 3000-ზე მეტი ადამიანის მსხვერპლი მივიღეთ. ამაზე მოვა დრო და ყველას პასუხს მოვთხოვთ. ახლა არც პარლამენტი გვაქვს, არაფერი გვაქვს, ქვეყნის მტრობაა, რაც ხდება", - ამბობს მეუფე იაკობი.

კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად ერთი წლის წინ გამოცხადდა - ის წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა.

მიუხედავად მსოფლიოში არსებული მსგავსი პრაქტიკისა, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პანდემიის პირობებში უარი თქვა, დროებით შეეცვალა ერთი კოვზით ზიარების წესი.


close დახურვა